აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ "ლივერპულის" ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ზედიზედ მეორედ აღიარა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად.
მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი, სენეგალელი ლეგიონერი სადიო მანე გავიდა, ხოლო მესამეზე გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი).
აფრიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად "რეალიდან" "დორტმუნდში" განათხოვრებული 20 წლის მაროკოელი მცველი აშრაფ ჰაკიმი დაასახელეს.
აგრეთვე დასახელდა 2019 წლის სიმბოლური ნაკრები.
მეკარე: დენის ონიანგო (მამელოდი სანდაუნზი, კოტ დ'იუვარი)
მცველები: სერჟ ორე (ტოტენჰემი, კოტ დ'იუვარი), მეჰდი ბენატია (იუვენტუსი, მაროკო), ერიკ ბაიი (მანჩესტერი, კოტ დ'იუვარი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი)
ნახევარმცველები: ნაბი კეიტა (ლივერპული, გვინეა),
ტომას პარტი (ატლეტიკო, განა), რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი)