ლა მანშის სრუტეში დაკარგული თვითმფრინავის ძებნა, რომელზეც ფეხბურთელი ემილიანო სალა იმყოფებოდა, პოლიციამ უიმედობის გამო შეწყვიტა, მაგრამ მისი ოჯახი დანებებას არ აპირებს.
ოჯახის მეგობარმა მარტინ მოლნეტიმ "ოლეს" განუცხადა, რომ გემებს და მყვინთავებს დაიქირავებენ და ძებნას გააგრძელებენ.
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პოლიციას ძებნის გაგრძელებისკენ მოუწოდა.