ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს

AutoSharing Option
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის უეფას პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ალექსანდრ ჩეფერინი დაიკავებს, რომელიც რომში გამართულ უეფას 43-ე საარჩევნო კონგრესზე ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.

51 წლის ჩეფერინმა, წინა არჩევნების მსგავსად, მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგანაც მიიღო. სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს.

დღესვე იტალიაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
:)) თუ ერთადერთი კანდიდატი იყო მოიგებდა აბა, რომ წაეგო ხომ სირცხვილი იქნებოდა :დდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული