ანდრეი შევჩენკომ "ზენიტში" გადასული იაროსლავ რაკიცკი ნაკრებში არ გამოიძახა

AutoSharing Option
"შახტარიდან" "ზენიტში" გადასული მცველი იაროსლავ რაკიცკი ცოტა ხნის წინ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ფეხბურთელთა სიიდან ამოშალა, ახლა კი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პორტუგალიასთან და ლუქსემბურგთან ევროპირველობის შესარჩევი მატჩებისთვის არ უხმო.

შევჩენკომ შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა.

მეკარეები: ანდრეი პიატოვი (შახტარი), დენის ბოიკო (დინამო), ანდრეი ლუნინი (ლეგანესი)

მცველები: სერგეი კრივცოვი, ბოგდან ბუტკო, ნიკოლაი მატვიენკო (ყველა შახტარი), ნიკიტა ბურდა, არტემ შაბანოვი, ვიტალი მიკოლენკო (ყველა დინამო), ალეკსანდრ კარავაევი (ზარია), ედუარდ სობოლო (იაბლონეცი)

ნახევარმცველები: ევგენი კონოპლიანკა (შალკე), ტარას სტეპანენკო, მარლოსი, ვიკტორ კოვალენკო, სერგეი ბოლბატი (ყველა
შახტარი), სერგეი სიდორჩუკი, ვიკტორ ციგანკოვი, ვიტალი ბუიალსკი, ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ შეპელევი (ყველა დინამო), ანდრეი ზინჩენკო (მანჩესტერ სიტი), რუსლან მალინოვსკი (გენკი), რომან ბეზუსი (გენტი)

თავდამსხმელები: რომან იარემჩუკი (გენტი), არტემ კრავეცი (კაისერისპორი)

სათადარიგოები: იგორ პლასტუნი (გენტი), ივან პეტრიაკი (ფერენცვაროში), რომან ზოზულია (ალბასეტე)


მკითხველის კომენტარები / 3 /
ძან საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს უკრაინა და არც მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავს. მე მაინც წარმატებებს ვუსურვებ და ვგულშემატკივრობ უკრაინას
გოგა
10:25 05-03-2019
3
ერთი რამ ვერ გამიგია, თუ შახტარმა გაყიდა ეს ფეხბურთელი, დამნაშავე და საძულველი მარტო ეს ფეხბურთელი რატომ გახდა და არა შახტარის შეფობა?!
3

სიახლეები პოპულარული