ეს რა მოთხოვნებია?! ლიონელ მესი ბრუნდება, არგენტინა კი მაროკოს პირობებს უყენებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები მიმდინარე თვეში ამხანაგურ შეხვედრას მაროკოს ნაკრებთან გამართავს. მატჩში მონაწილეობას არგენტინელთა ვარსკვლავი ლიონელ მესიც მიიღებს.

არგენტინელს ეროვნულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია. მისი ნაკრები ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთთან (3:4) მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

როგორც გამოცემა Al Akhbar-ი იუწყება, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ იმისთვის, რომ შეხვედრაში მონაწილეობა ლიონელ მესიმ მიიღოს, მაროკოს სამი პირობა წაუყენა:

  • მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებმა არგენტინელის წინააღმდეგ არ უნდა იუხეშონ;
  • მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა მესისთან ფოტოები არ უნდა გადაიღონ.
  • არ უნდა იყოს ცნობილი, რომელ სასტუმროში დაბინავდება არგენტინის ნაკრები.

არგენტინის ფეხბურთის
ფედერაცია პირობას დებს, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ლიონელ მესი მოედანზე მინიმუმ 60 წუთს გაატარებს.

მაროკოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩი 26 მარტს გაიმართება.

altროგორია არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ლეო მესის გარეშე?

მკითხველის კომენტარები / 8 /
მასეთ რამეს მესი არასდროს მოითხოვდა.
beso
18:35 10-03-2019
0
პელემ,მარადონამ,გარინჩამ, კიჭამ,ზიდანმა მსოფლიო ჩემპიონატები მოიგეს და იმათ არ დაუწყიათ ვაჭრობა.ხოლო მესიმ ყველა ჩემპიონატი ჩააგდო სადაც თვითონ იყო მწვრთვნელიც და რეებს ითხოვს.ეტყობა ბარსაში მაღალ დონეზე დგას არაკაცობის ინსტიტუტი.მესი,ბუსკეტსი,პიკე,სუარესი წარჩინებული სტუდენტები არიან.
ნამუსიც კაი საქონელია
14:35 07-03-2019
6

სიახლეები პოპულარული