მესუთ იოზილმა კენიელ ბიჭუნას ოცნება აუხდინა [PHOTO]

AutoSharing Option
კენიელმა ბიჭუნამ, ლოურენსმა, რომელიც მესუთ იოზილის თვითნაკეთი მაისურით ნაირობის ქუჩებში ძროხებს აძოვებდა, ლონდონის "არსენალის" "ათიანისგან" მოულოდნელი საჩუქარი მიიღო.

ყველაფერი აფრიკელი ჟურნალისტის, ერიკ ნჟირუს ინიციატივით მოხდა, რომელმაც ბიჭუნას ნაირობის ქუჩებში ფოტო გადაუღო, "ტვიტერში" მესუთ იოზილი მონიშნა და დაწერა, რომ კარგი იქნებოდა, ბიჭუნას ნამდვილი მაისური მიეღო.

იოზილი ჟურნალისტს გამოეხმაურა და ლოურენსს და მის მეგობრებს მაისურები, ბურთები, ქუდები და სხვა სპორტული ატრიბუტიკა გაუგზავნა. ამის შესახებ იოზილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"კენიელი ბიჭუნას ფოტომ ძალიან შემძრა. ნახეთ, როგორი ბედნიერია ლოურენსი ახლა: მიხარია, რომ ის
და მისი ძმები ბედნიერები არიან", - წერს იოზილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge

altდიეგო მარადონას მიმართ პატივისცემა მის მშობლიურ კლუბში საკმაოდ უცნაური ფორმით გამოხატეს [PHOTO]

alt"ჰუტნიკის" ფანებმა გუნდს რკინის გალიიდან უქომაგეს

altმწვანე ქუჩის ხულიგნები - შოტლანდიაში ფანი მოედანზე შევარდა და კაპიტნისკენ გაიწია [VIDEO]

altიტალიის პოლიციამ შინაპატიმრობისგან თავის არიდების ბრალდებით "ანდრეი შევჩენკო" დააკავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული