ცრემლსადენი გაზი, ცეცხლი და დაპირისპირება პოლიციასთან - "პანათინაიკოსისა" და "ოლიმპიაკოსის" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მარტს საბერძნეთში "პანათინაიკოსისა" და "ოლიმპიაკოსის" მატჩი გაიმართა, რომელიც არეულობის გამო ჩაიშალა.

მასპინძელთა გულშემატკივრები "ოლიმპიაკოსის" სათადარიგოთა სკამს თავს დაესხნენ, შემდეგ კი პოლიციას დაუპირისპირდნენ.

მთელი მატჩი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც დასჭირდა, საბოლოოდ კი მთავარმა არბიტრმა შეხვედრა 73-ე წუთზე შეაჩერა.

"ოლიმპიაკოსს" კი ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.

პირეოსული კლუბი საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე პოზიციას იკავებს, "პანათინაიკოსი" კი მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული