23 მარტს, არგენტინის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ვენესუელასთან 1:3 დამარცხდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "ალბისელესტეში" პირველად ითამაშა "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
არგენტინა - ვენესუელა 1:3
გოლები: 0:1 რონდონი (6), 0:2 მურილიო (44), 1:2 ლ. მარტინესი (59), 1:3 ჟ. მარტინესი (76, პენ)
არგენტინა: არმანი, ლისანდრო მარტინესი (ბლანკო 46), ფოიტი, მერკადო (კანემანი 46), ტალიაფიკო, ლო ჩელსო (პერეირა 78), პარედესი, მონტიელი, გონსალო მარტინესი (სუარესი 46), მესი, ლაუტარო მარტინესი (ბენედეტო 70)
ვენესუელა: ფარინესი, როსალესი (არისტეგეტა 89), ვილანუევა, ოსორიო, ერნანდესი, მორენო, რინკონი, ერერა (სოტელდო 64), მურილიო, რონდონი (ჟოზეფ მარტინესი 72), მაჩისი (ხუანპი 79)