"ინტერი" მოდრიჩისა და რაკიტიჩის ტრანსფერებზე მუშაობს

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" ზაფხულში ხმაურიანი ორმაგი ტრანსფერისთვის ემზადება. Calcio Mercato-ს ინფორმაციით, "ნერაძურის" ხელმძღვანელობას "ბარსელონადან" ივან რაკიტიჩის, მადრიდის "რეალიდან" კი ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს.

"ბარსელონაში" ფრენკი დე იონგის გადასვლის შემდეგ კატალონიურ გუნდში რაკიტიჩს, სავარაუდოდ, ნაკლები სათამაშო დრო მიეცემა.

მოდრიჩი "ინტერში" გადასვლასთან ახლოს გასული წლის ზაფხულშიც იყო და "სამეფო კლუბის" წარუმატებელმა სეზონმა, შესაძლოა, მას იტალიაში გადაბარგებისკენ უბიძგოს.

აღსანიშნავია, რომ "ინტერის" შემადგენლობაში ხორვატიის ნაკრების სამი წევრი - შიმე ვრსალკო, მარსელო ბროზოვიჩი და ივან პერიშიჩი თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული