ჯანო ანანიძის კლუბი ვიდეოგამეორების სისტემაში 91 ათასის გადახდას არ აპირებს

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" დირექტორმა ვიტალი შაშკოვმა განაცხადა, რომ VAR-ის სისტემას მიესალმებიან, მაგრამ 91 ათასი დოლარი ძალიან დიდი თანხაა და გადახდას ვერ შეძლებენ.

მისი თქმით, მსაჯობაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფეხბურთის კავშირის მსაჯთა კორპუსია და მათ კეთილი უნდა ინებონ და ვიდეოგამეორების სისტემა დანერგონ, თავად კი შეიძლება ნაწილობრივ ფინანსურად დაეხმარონ.

მოკლედ, რუსულ კლუბებს უნდათ თანხა ფეხბურთის კავშირს გადაახდევინონ, თორემ ფინანსურად არც ისე უჭირთ, ეს რომ ვერ შესძლონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული