"ოქროს ბუცისთვის" ბრძოლა დასკვნით ეტაპზე გადადის

AutoSharing Option
ფოტო: Marca.com
ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ჩემპიონატები დასკვნით ეტაპზე გადადის. შესაბამისად, მძაფრდება ბრძოლა ევროპული საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის.

"ადიდასისა" და ევროპული სპორტული გამოცემების გაერთიანების (European Sports Magazines) მიერ დაწესებული ჯილდოსთვის, "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ორი ძირითადი პრეტენდენტი გამოიკვეთა.

პირველ ადგილზე ამ დროისთვის "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესია, რომელსაც ლა ლიგის 29 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი. მის მთავარ კონკურენტად პსჟ-ის ახალგაზრდა ფორვარდი კილიან მბაპე ითვლება, რომელსაც ლიგა 1-ის 25 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ჩემპიონატში ჩასატარებელი 7, ხოლო პსჟ-ს 8
მატჩი დარჩა.

ევროპის საუკეთესო ბომბარდირთა პირველი ათეული ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 33 გოლი (66 ქულა)
კილიან მბაპე ("პარი-სენ-ჟერმენი") - 27 გოლი (54 ქულა)
რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი")- 21 გოლი (42 ქულა)
კშიშტოფ პიონტეკი ("ჯენოა"/"მილანი")- 21 გოლი (42 ქულა)
ფაბიო კუალიარელა ("სამპდორია")- 21 გოლი (42 ქულა)
ლუის სუარესი ("ბარსელონა") - 20 გოლი (40 ქულა)
დუვან ზაპატა ("ატალანტა") - 20 გოლი (40 ქულა)
მბაიე დიანიე ("ქასიმფაშა"/"გალათასარაი") - 26 გოლი (39 ქულა)
კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი") - 19 გოლი (38 ქულა)
სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი") - 19 გოლი (38 ქულა)

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატების სხვადასხვა დონის და სირთულის მიზეზით გამარჯვებულის გამოსავლენად მოქმედებს ქულების სპეციალური სისტემა, რომელიც უეფას ჩემპიონატების რეიტინგში 1-5 ადგილებზე მყოფ ქვეყნებში გატანილი თითოეული გოლი 2 ქულად, 6-21 ადგილებზე მყოფ ქვეყნებში - 1,5 ქულად, დანარჩენ ქვეყნებში კი 1 ქულად ფასდება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვნახოდ წინ თამაშებია ჯერ
აკაკი
13:22 22-04-2019
0
რათ უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ წელს ოქროს ბუცი უნდა გადაეცეს ლეოს!!!!!! თუ ოქროს ბურთსაც აიღებს, ამაზე დიდი ბედნიერება რა იქნება ლეოს ფანებისთვის! მიდი ლეო მიაწექი, შენ შეგიძლია!!!!!!!!
გია1
08:45 09-04-2019
0

სიახლეები პოპულარული