კოპა ლიბერტადორესის მატჩზე გუნდები ფანების სიმღერის ფონზე ჩხუბობდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მაისს არგენტინაში "გოდოი კრუზსა" და "უნივერსიტად დე კონსეპსიონს" შორის კოპა ლიბერტადორესის შეხვედრა მიმდინარეობდა, რა დროსაც მოედანზე ინციდენტი მოხდა.

მატჩის ბოლოს ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი დაიწყო. აღნიშნულ პროცესს "ხიბლს" გულშემატკივრების სიმღერა მატებდა.

საბოლოოდ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 2 ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან, შეხვედრა კი "გოდოი კრუზმა" მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0. აღნიშნული შედეგით შემდეგ ეტაპზე არგენტინული გუნდი გავიდა და "უნივერსიტად დე კონსეპსიონი" ჯგუფში ჩარჩა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული