არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ბრაზილიაში გასამართ კოპა ამერიკისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
32-კაციან სიაში ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, პაულო დიბალა და მაურო იკარდი მოხვდნენ.
სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხურონიმო რული (სოსიედადი), ხუან მუსო (უდინეზე) ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა).
მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), რენცო სარავია (რასინგ აველიანედა), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), ვალტერ კანემანი (გრემიო), მარკუს აკუნია (სპორტინგი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი);თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), მაურო იკარდი, ლაუტარო მარტინესი (ორივე ინტერი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი), ლიონელ მესი (ბარსელონა).
ამ სიიდან 9 ფეხბურთელი ამოვარდება და საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ჯგუფში კოლუმბიასთან, პარაგვაისთან და ყატართან ერთად იმყოფება.
სამხრეთ ამერიკის მთავარი საფეხბურთო ტურნირი 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.