19 წლის ბრაზილიელმა ბიჭმა ვარჯიშზე ნეიმარი მწყობრიდან გამოიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ის ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს საკმაოდ უცნაური კვირა ჰქონდა. ჯერ იყო და, პოპ-ვარსკვლავ რიანასთან ერთად გაატარა ღამე, მერე კერძო ვერტმფრენით გაემგზავრა ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე.

ამას მოჰყვა ისიც, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს და ბოლოს 19 წლის მცველმა ფეხებშორის გაუტარა ბურთი.

"კრუზეიროს" მეორე გუნდის მცველს, 19 წლის ვევერტონს გაუმართლა და ბრაზილიის ეროვნული გუნდის ვარჯიშზე წაიყვანეს. მიზანი გახლდათ ის, რომ ეს ძალიან წაადგებოდა კლასის ამაღლებაში.

თუმცა თინეიჯერმა, რომელსაც "კრუზეიროს" ძირითად გუნდში
ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია,  კლასის ამაღლების ნაცვლად ბრაზილიის ნაკრებთან ვარჯიში საკუთარი ტექნიკის დემონსტრირებისთვის გამოიყენა და "შესანიშნავი" ოპონენტი იპოვა ნეიმარის სახით.

ვევერტონმა ბრაზილიის ეროვნული გუნდის ვარსკვლავს ფეხებშორის გაუტარა ბურთი, რამაც ნეიმარი გააბრაზა, ვევერტონს  სავარჯიშო მაისურზე მოქაჩა და მცველიც ნეიმარის სტილში დაეცა მინდორზე.

შეგახსენებთ, ნეიმარი და ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკისათვის ემზადებიან. წელს აღნიშნულ ტურნირს სწორედ ბრაზილია უმასპინძლებს. შეჯიბრება 15 ივნისს გაიხსნება ბრაზილიისა და ბოლივიის ეროვნული გუნდების თამაშით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"მწყობრიდან გამოიყვანა" - ეს რა უბედურებაა, რედაქტირებას ვინმე აკეთებს??? ეს არ არის მექანიკური შეცდომა ეს არის უვიცობა! ხან ვინ გამოგყავთ "მწყობრიდან" და ხან ვინ ვის საქმის "ყურშია" ვერ გაიგებ.
ირაკლი უ.
10:26 30-05-2019
0

სიახლეები პოპულარული