რონალდ კუმანი: ინგლისელთა დამარცხებაში ღრმად დარწმუნებული ვარ

AutoSharing Option
ინგლისთან ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანი ოპტიმისტურ განწყობაზეა.

"ჩვენი სათამაშო სტილის დასადგენად რამდენიმე მატჩის ჩატარება გვჭირდებოდა. ფეხბურთელებს სეზონისას განსხვავებული მონაკვეთები ჰქონდათ და ჩემს გადაწყვეტილებებზე ესეც მოქმედებდა. მიჭირს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ფეხბურთელებს გულს ატკენს, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა.

ბოლოს ინგლისს 2018 წლის გაზაფხულზე შევხვდით და 0:1 წავაგეთ. ძალიან კარგად არ გავრჯილვართ, ინგლისელებმა ჩვენზე უკეთ იასპარეზეს. ვფიქრობ, ახლა ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებული გახლავართ.

შესაძლოა, დე ლიგტის საუკეთესო თვისება ასაკია. ხანდახან ისე თამაშობს,
თითქოს 25 წლის იყოს. ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" წარმატება შესანიშნავი იყო. დიდ გუნდებთან პაექრობა ფეხბურთელებს განვითარებაში ხელს უწყობს", - განუცხადა კუმანმა "გარდიანს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული