Catalunya Radio: "ბარსელონამ" მატიას დე ლიხტის ტრანსფერი 75 მილიონად შეათანხმა

AutoSharing Option
კატალონიის რადიოს საიტის ცნობით, "ბარსელონამ" "აიაქსთან" მატიას დე ლიხტის ტრანსფერი 75 მილიონ ევროდ შეათანხმა.

ჟურნალისტმა ორიოლ დომენეკმა პროგრამა El club de la Mitjanit-ის ეთერში განაცხადა, რომ კლუბები ყველა დეტალზე მორიგდნენ და ახლა ფეხბურთელია დასაყოლიებელი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული სეზონური 7.5-მილიონიანი ხელფასი 19 წლის მცველს ეცოტავა და პსჟ-ში სურს გადასვლა, რომელიც მზადაა, 15 მილიონი გადაუხადოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული