ყოფილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ფერნანდო მენდეშმა "ატლეტიკოს" ფეხბურთელები ფრიად მოსწრებულად პატიმრებს შეადარა.
მენდეში თანამემამულე თავდამსხმელს, ჟოაო ფელიშს "ატლეტიკოში" გადასვლას არ ურჩევს.
"არა მგონია, ფელიშმა "ატლეტიკოში" ტრიუმფს მიაღწიოს. ამ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მეცოდებიან, რადგან პატიმრებივით გამოიყურებიან", - განაცხადა მენდეშმა CMTV-ის ეთერში.
გასულ სეზონში ფელიშმა "ბენფიკაში" 43 მატჩში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, ლისაბონურ კლუბთან კი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
"ბენფიკა" მზადაა, ის 120 მილიონ ევროდ გაყიდოს.