U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, პოლონეთში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთ კორეა.

დებიუტში პენალტით აზიელები დაწინაურდნენ, შემდეგ კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ვლადიმერ სუპრიაგამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლოს მისმა თანაგუნდელმა და თანანაკრებელმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს.

18 წლის წიტაიშვილმა ტურნირზე მხოლოდ ნახევარფინალში ვერ მიიღო დისკვალიფიკციის გამო მონაწილეობა.

უკრაინა პირველად გახდა 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი.

ლოძი. "ვიძევი". 16 344 მაყურებელი
უკრაინა - სამხრეთ კორეა 3:1
გოლები: 0:1 ლი კანგ-ინი (5, პენ), 1:1 სუპრიაგა (34), 2:1 სუპრიაგა
(52), 3:1 წიტაიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 37 /
აბა სადა ხართ კლავიატურის პატრიოტები? რაო რაქნასო უკრაინის ნაკრებზე უარი თქვასო და ნახირში რომელსაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ქვია იმაში ითამაშოსო? )) რაო კლავიატურის ლომებო თქვენსგან მოღალატედ შერაცხულმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და თან ჩემპიონიც გახდა?)))
dinamo
22:19 15-06-2019
24
რა შუაშია აქ კლავიატურის ლომობა?? უბრალოდ ხალხს უნდა რო საქართველის ნაკრებში ითამაშოს, რა არის ამაში ცუდი? მესმის რო არ ვართ ძლიერები მაგრამ , ჩვენ გვინდა რო ეროვნულ ნაკრებზე არ თქვას უარი , მხოლოდ ასეთი ტალანტებით თუ შევძლებთ რაიმეს დამტკიცებას, ჩვენ ხო იმას არ ვითხოვთ ჩამოვიდეს და დინამოში ითამაშოს, პირიქით უფრო უკეთეს ჩემპიონატში ვუსურვებ გადასვლას ვიდრე უკრაინის ლიგაა, /// რაც არ უნდა იყოს ქართველი მაინც მინდა საქართველოს ნაკრებში იყოს , რადგან ნაკრები არის შენი ქვეყანა , და როცა უჭირს არ უნდა შეაქციო ზურგი !!!! / სასიამოვნო იყო ქართული გვარი რო ისმოდა, ერთხელ კი აღნიშნეს მისი ქართული წარმომავლობა კომენტატორებმა, და რაღაც იმედი კი გამიჩნდასავით. / სხვა მხრივ კი ვულოცავ და ვუსურვებ დიდ წარმატებას, და არ დაავიწყდეს ვისი გორისააა!!!!!!
Vasili
22:55 15-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული