უკრაინის 20-წლამდე ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
თანამემამულეებს წარმატება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
"გაერთიანებულნი შეუძლებელს შევძლებთ. ეს ჩვენი ეროვნული იდეაა.
უკრაინის U20 ნაკრებო - არაჩვეულებრივი ხარ! თქვენ გაიმარჯვეთ, თქვენ ჩვენი იმედი ხართ, იმის მაგალითს წარმოადგენთ, რომ უკრაინას ყველაფერი შეუძლია.
ახალგაზრდა უკრაინა კი უფრო მეტსაც მოახერხებს", - წერს ზელენსკი "ფეისბუქზე".
ფინალურ მატჩში გოლი 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.