კოპა ამერიკა: ბრაზილიამ ლიონელ მესი ტიტულის გარეშე დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივლისს, კოპა ამერიკას ნახევარფინალში, რომელიც ტურნირის ნაადრევ ფინალად მართებულად მონათლეს, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა 2:0 დაამარცხა.

როდის, სად, რა ფორმატში, როგორ მოედანზე, როგორ ვითარებაში ტარდება მათი თამაში, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს სამხრეთ ამერიკის კლასიკოა, თვით ბრაზილია - არგენტინაა.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 106-ჯერ დაუპირისპირდნენ, 41-ჯერ სელესაომ იმარჯვა, 38-ჯერ ალბისელესტემ, 26 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

107-ე დაპირისპირებას მინას-ჟერაისის შტატის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც ღამით სტუმარ ფეხბურთელებს ფანებმა ტკბილი ძილი დაუფრთხეს, 62 170-ადგილიანი სტადიონი კი, სადაც ბრაზილიამ გერმანიასთან კატასტროფა (1:7) განიცადა,
პირთამდე გაივსო.

ბრაზილიას თუ თავიდან გოლი ვერ გააქვს, უმეტესად შემდეგ პრობლემები ეწყება და საინტერესო იყო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა ამჯერად.

თავიდანვე ნათელი შეიქნა, რომ თამაში ხისტი იქნებოდა, ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ ერთმანეთს, მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა მიდიოდა. ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, პირველი მომენტი  სტუმრებმა შექმნეს - მე-16 წუთზე პარედესის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ანგარიში კი გებრიელ ჟეზუსმა დანი ალვეშის მიერ წამოწყებული ლამაზი დრიბლინგის შემდეგ გახსნა. აქედან მოყოლებული შესვენებაზე გასვლამდე ბურთს უფრო ხშირად ვერცხლისქვეყნელები აკონტროლებდნენ და აგუეროს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მოკლედ, თამაში სამხრეთამერიკულზე უფრო ევროპულს ჰგავდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველა ბებერ კონტინენტზე ასპარეზობს და პირველი ტაიმი ტიტეს გუნდმა 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუმრები დიდი ძალებით, თუმცა ქაოტურად უტევდნენ, მესიმ ბურთი ძელს გაარტყა, თითქოს ახლოსაც იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ მათი სუსტი დაცვა გაბრიელ ჟეზუსის სწრაფი კონტრიერიშისას ჩავარდა, ფირმინომ მეორედ დაამწუხრა არმანი და ყველაფერი დასრულდა.

თითქოს ბრაზილიას რაიმე განსაკუთრებული არ უჩვენებია, მაგრამ პრაგმატულად იასპარეზა, ორი ნაღდი მომენტიდან ორივე გამოიყენა და ფინალში გავიდა.

ბელუ-ორიზონტი. "მინეირაო"
ბრაზილია - არგენტინა 2:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (19), 2:0 ფირმინო (71)

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო, მარკინიოსი (მირანდა 64), კოუტინიო, კაზემირო, არტური, ფირმინო, ევერტონი (ვილიანი 46), გაბრიელ ჟეზუსი (ალანი 80)

არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო (დიბალა 85), პაცელა, ფიოტი, პარედესი, და პაული (ლო ჩელსო 67), მესი, აგუერო, აკუნა (დი მარია 59), მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 46 /
მესი იქნებ საჩხერეს ჩიხურაში ჩამოვიდეს სათამაშოდ
..kato
03 ივლისი 2019 11:02
6
ავოე კატო! მარადონა და როლანდო მოდიან ჩიხურაში.
ბუზუზუ კატოს.
03 ივლისი 2019 13:28
1
მესის შეყხარეს? ხომ არ ეტკინა ვითომ?
ბუჰუჰა
03 ივლისი 2019 18:00
3
semi-ის გასაგონად

1. მეგობარო, ფეხბურთის ისტორიას თუ გაეცნობი შენდა გასაოცრად აღმოაჩენ, რომ 1962წ. მსოფლიო ჩემპიონატი, გარინჩას თურმე მარტოს მოუგია, იგივე გაუკეთებია მარადონასაც 1986წ.
2. ფეხბურთელის სიდიადე იმით იზომება სად და ვისთან რა შეგიძლია, დიდებულია მესის გოლი ხეტაფესთან, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელების კარში გატანილს სხვა ფასი აქვს, ამიტომ არ შეიძლება მათი შედარება, თორემ ვერც წარმოიდგენ, რა გოლები და რა რაოდენობით მაქვს შეგდებული ეზოში...
goga
03 ივლისი 2019 13:07
4
გოგა! არ გვინდა რა? საფეხბურთო ლექციების წაკითხვა. ეგ ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა! რაც შეეხება მესის, ულამაზესი ბურთები აქვს მსოფლიო დონეზე გატანილი, თუ გუნდთან ერთად თუ სხვა დონეზე. თქვენ მარტო ლა ლიგაში გატანილი ბურთებით შემოიფარგლებით. მესი არ იყო? ნაკრები, რომ მიიყვანა მოსკოვის მსოფლიოზე, თავისი გატანილი გოლების წყალობით? ბოდიშით რა ჯადოსნური ჯოხი არა აქვს ლეოს, რომ ერთი ხელის თუ ფეხის აქნევით იმ წამსვე მოიპოვოს ყველაფერი. ლეოსაც ჭირდება გვერდით ისეთი მოთამაშეები რომლებიც კარგად გაუგებენ და თამაშში აყვებიან. არ მიყვარს ჩასაფრებულების პოზიციიდან ლაქლაქები. საკმარისია ერთი ფეხი დაუცდეს ლეოს, რომ ატეხავთ ერთ გნიასს და ლანძღვა გინებას. პირდაპირ სიხარულით ცქმუტავთ და ერთმანეთს ეჯიბრებით ლანძღვაში. და ვითომ თქვენი მოკლე ჭკუით ამით ვითომ ამცირებთ ლეოს? რა საცოდავები და უსუსურები ხართ, რომ იცოდეთ.
ქართველი1
03 ივლისი 2019 16:17
3
მალაგას და ხირონას რომ ახსენებტ ,რეალტან ვინააა მესი ? რონალდოც რომ იყო მაინც მაინც მესი იგებდა ელ კლასიკოს და მადრიდელი ბიცუკელები ტავცაგუნული ტოვებდენ მინდორს ...პიკეს კიტხეს ბოლოს საკსი როდის გკონდაო პასუხი იყო რეალტან ტამასი ეტვლებაო...
kote
03 ივლისი 2019 15:24
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული