რონალდინიოს ყოფილმა მეუღლემ აღიარა, რომ სამნი ერთად ცხოვრობდნენ და ქონების გაყოფას ითხოვს

AutoSharing Option
ლეგენდარული რონალდინიო იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ - მან ყველაფერი გაანიავა და რაც დარჩა, იმის გაყოფასაც ყოფილი მეუღლე პრისცილა კოელიო უპირებს.

რონალდინიო პრისცილასთან და ბეატრის სოუზასთან ერთად ცხოვრობდა და როგორც პრისცილა ამტკიცებს, 2018 წლის დეკემბერში "კიჭამ" გალახა.

"ვწუხვარ, რომ პოლიციას არ დავურეკე. ჩხუბისას ეზოში ხელი მკრა და წავიქეცი. ორი საათი იქ ვეგდე და ვტიროდი. მეგონა შევრიგდებოდით და აქამდე ამიტომ არ ვუჩივლე სასამართლოში. არასწორად მოვიქეცი", - დაიჩივლა კოელიომ.

მან აგრეთვე აღიარა, რომ ბეატრისთან ერთად
სამნი ცხოვრობდნენ, ფეხბურთელი ძალიან ეჭვიანობდა და როდესაც სტუმრები მიდიოდნენ, მათ შორტების ჩაცმის უფლებას არ აძლევდა.

კოელიო იმ ქონების გაყოფას ითხოვს, რომელიც 2012 წლიდან ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს.

რონალდინიოს ადვოკატი სერხიო კუეროსი ამბობს, რომ სასამართლოდან უწყება ჯერ არ მიუღიათ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ჩათ..კა ქალები მაგარი აფიორები არიან, მაგრად იგონებენ ათას ზღაპრებს, რომ კარგა მაგრად მაყუთი მოღუნონ. თუ მოგხვდა რონალდინიოს ხელი, ძალიანაც კარგი უქნია.
?????????
15:20 06-07-2019
1
დიდი მილიონების მისათვისებლად ყველაფერზე წავლენ,(ქალები მაინც..) სწუხარო რეალობაა
გიო
03:58 06-07-2019
4

სიახლეები პოპულარული