არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის (2:1) კოპა ამერიკის მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ მსაჯმა მარიო დიას დე ვივარმა პროტოკოლში ახსნა თუ რატომ გააძევა მოენიდან ლიონელ მესი.
"არანორმატიული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკისა ან ჟესტების გამოყენება. მეტოქესთან შეტაკება არასათამაშო ეპიზოდში. მხრით მეტოქის დარტყმა", - წერია მსაჯის მიერ მატჩის პროტოკოლში მესის გაძევების შესახებ.
გარდა ამისა ვივარმა ახსნა თუ რატომ უჩვენა წითელი ბარათი ჩილელ გარი მედელს, ვისთანაც კონფლიქტი მესის მოუვიდა.
"არანორმატიული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკისა ან ჟესტების გამოყენება. მეტოქესთან შეტაკება არასათამაშო ეპიზოდში. მკერდითა და ხელით
მეტოქის დარტყმა", - დაწერა მსაჯმა.
როცა წერ, მსაჯმა არგენტინული იცოდაო? ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ არგენტინული ენა არ არსებობს!!! არგენტინა და მთელი ლათინური ამერიკა, ესპანურად ლაპარაკობს. გამონაკლისია ბრაზილია, რომელიც პორტუგალიის კოლონია იყო და შესაბამისად, პორტუგალიურად მეტყველებენ. სხვათა შორის, მსაჯი პარაგვაიდან იყო. ასე, რომ დასკვნები თავად გააკეთეთ.
P.s. პარაგვაიც ლათინური ამერიკაა. ახლა არ იკითხო პარაგვაული ენა თუ იცოდა მესიმო :)