ალჟირის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი მოიგო

AutoSharing Option
ალჟირის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალს 1:0 სძლია და 29 წლის შემდეგ პირველად გახდა ამ ტურნირის გამრჯვებული.

გამარჯვების გოლი მე-2 წუთზე ყატარის "ალ სადის" თავდამსხმელმა ბაღდად ბუნეჯამ გაიტანა.

ალჟირმა ერთა თასი ისტორიაში მეორედ მოიგო.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ალჟირელთა მეკარე რაის მბოლი აღიარეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მისი თანაგუნდელი, 21 წლის ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი.

5 გოლით ბომბარდირი ნიგერიელი ოდიონ იგალო გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული