ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" 30 ივლისს სტუმრად ზაგრების "დინამოს" შეხვდება, რომელმაც ხორვატიის პირველობის მეორე ტურში გასვლაზე 3:0 დაამარცხა "სლავენი".
კოპრივნიცა. "გრადსკი"
სლავენი - დინამო (ზ) 0:3
გოლები: 0:1 პეტკოვიჩი (4), 0:2 ატიემვენი (38), 0:3 მორო (89)
დინამო: ლივაკოვიჩი, სტოიანოვიჩი, პერიჩი, ლეშკოვიჩი (დილავერი 67), სიტუმი, მორო, ატიემვენი, მაიერი, გოიაკი (ადემი 69), მარინი (ბატურინა 77), პეტკოვიჩი
შეგახსენებთ, თბილისში ჩატარებული პირველი შეხვედრა "დინამომ" "საბურთალოს" 2:0 მოუგო.