14:00 28-07-2019
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე - გარეთ ბეილი უკვე ჩინეთშია [VIDEO]
AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ჟურნალისტის მეთიუ ლის ინფორმაციით, უელსელი ფეხბურთელი ჩინური სუპერლიგის კლუბ "ჯიუნგუ სანინგში" გადავა და კვირაში ხელფასის სახით 1 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
ამით ბეილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
30 წლის მოთამაშე მადრიდის "რეალს" 2013 წელს "ტოტენჰემიდან" 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდა, რაც იმ დროისთვის სარეკორდო თანხა იყო.
"სამეფო კლუბში" გატარებულ 6 წელიწადში გარეთ ბეილმა 102 გოლი და 65 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, გარდა ამისა მის ანგარიშზე 13 მოგებული ტიტულია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
6 წლის მადრიდში ყოფნის მერეც ესპანური მისთვის მაინც "ჩინური" იყო. ასე რომ არ გაუჭირდება ადაპტაცია
2
2
"ვარსკვლავის" მნიშვნელობა გაუფასურდა თუ საზომი ის გახდა რამდენს გადაიხდიან მასში და რა ხელფასს გადაუხდიან? თავის დროზეც მასში გადახდილი ფულის მესამედი იყო მისი ფასი და ვარსკვლავობისთვის რომ არ იყო და "მუქთახორობდა" მხოლოდ ახლაც დაამტკიცა. უდინელი დი ნატალე უფრო ღირებული იყო (მასში გადახდილი თანხის და ხელფასის პროპორციით) ვიდრე ბეილი და კიდევ კარგი ჩინელები გამოჩნდნენ თორემ მართლა არ მობეზრდებოდა ამას სკამის ხეხვა რეალში ხელფასის გამო. და ევროპიდან რომ მსურველი არავინ გამოუჩნდა "ვარსკვლავს" . . . პერესს ფულის გადაყრაში ვერავინ შეედრება.
0
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული