ჟოზე მოურინიო: ჯერ კიდევ ბავშვი ვარ

AutoSharing Option
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ დასვენების დროს ჟურნალისტებისთვის მოიცალა და skysports-ს ინტერვიუ მისცა.

"ცხოვრებაში არაფერს ვნანობ. ყოველთვის შეიძლება იფიქროთ, "ეს რომ მცოდნოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი", თუმცა მე შესანიშნავად გავატარე დრო. ჯერ მხოლოდ 56 წლის გახლავართ, ჯერ ისევ ბავშვი ვარ. ჩარლზ დარვინისაგან ვისწავლე, რომ საუკეთესო ის არის, რომელიც გადატრიალებებს ყველაზე კარგად აუღებს ალღოს. ცვლილებები ყოველთვის უკეთესობისკენ არაა მიმართული, ზოგჯერ სიტუაცია უარესდება. თუმცა, მთავარია, გააანალიზო ცვლილებები და აუღო მათ ალღო და ამჟამად მე სწორედ ამ საკითხზე ვფიქრობ", - თქვა მოურინიომ.

ჟოზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი
მწვრთნელის პოსტიდან 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარია. შესაბამისად, ფიქრისთვის საკმაოდ დიდი დრო აქვს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორეა, ჯერ პირზე რძე არ შეშრობია, სიარულის დროს ცოტ ცოტას იქცევა, მაგრამ ეპატიება ჯერ ხომ ბავშვია.
თენგო
15:49 06-08-2019
0

სიახლეები პოპულარული