A Bola-ს ცნობით, მეკარე იკერ კასილიასმა შეიძლება კარიერა წლის ბოლოს განაახლოს.
ის მედშემოწმებას გაივლის და თუ ექიმებმა უფლება დართეს, თამაშს დაიწყებს.
"პორტუმ" 38 წლის კასილიასი განაცხადში შეიყვანა, ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გულის პრობლემის გამო ფეხბურთელის კარიერას დაასრულებდა და გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელად დაიწყებდა მუშაობას.
კასილიასს "პორტუსთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.