ნახევარმცველი ედენ აზარი "რეალს" სეზონის სტარტზე ვერ დაეხმარა, ნაკრებში კი გამოცხადდა, მაგრამ უკან გაუშვეს.
ბელგიის ეროვნული გუნდის სამედიცინო შტაბმა შემოწმების შემდეგ დაასკვნა, რომ აზარმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და სათამაშოდ მზად არ არის.
ნაკრები ტრავმის გამო დატოვა აგრეთვე მისმა ძმამ, ტორგან აზარმა (დორტმუნდი).
ისინი ნაკრებს ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ უახლოეს მატჩში, სან-მარინოსთან და შოტლანდიასთან ვერ დაეხმარებიან.