ცნობილმა კამერუნელმა ფორვადმა სამუელ ეტო'ომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახემ "ინსტაგრამში" განაცხადა.
38 წლის კამერუნელის ბოლო კლუბი "ყატარი" იყო.
კარიერის განმავლობაში ეტო'ო ისეთ კლუბებში გამოდიოდა, როგორებიც მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", მილანის "ინტერი" და ლონდონის "ჩელსია". ეტო'ო სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 3-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ერთხელ და იტალიის ჩემპიონატი.
1996-დან 2014 წლამდე ეტო'ო კამერუნის ნაკრებში გამოდიოდა. მან 188 მატჩში 56 გოლი გაიტანა და ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ნარებთან ერთად მან ორჯერ მოიგო აფრიკის თასი და სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშები.
ეტო'ო ოთხჯერ
აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
"ეს დასასრულია. წინ ახალი გამოწვევაა. ყველას დიდი მადლობა", - დაწერა ეტო'ომ "ინსტაგრამზე".