სკანდალი გრძელდება: ნიკარაგუის კაპიტანს სუდანის მწვრთნელი და ეგვიპტელები დაემატნენ [PHOTO]

AutoSharing Option
ფიფას მიერ მსოფლიოს საუკეთესო კაც ფეხბურთელად არგენტინელი ლიონელ მესის დასახელებას ნიკარაგუის კაპიტნის შემდეგ კიდევ ერთი პროტესტის ხმა მოჰყვა სუდანის ნაკრების მთავარი მწვრთნელისაგან.

ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის ხმა ფიფამ არც კი მიიღო. ძნელი გამოსაცნობი არაა, ვის აძლევდნენ ხმას ეგვიპტის წარმომადგენლები.

სუდანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზდრავკო ლუგაროშიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის ხმა არ მიუცია და გამოაქვეყნა საკმაოდ ბუნდოვანი ფოტო, სადაც კარგად არც ჩანს, ვინ არის მონიშნული "ბიულეტენში".

Sportall.Ge

რაც შეეხება ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელის, ხავიერ აგირესა და კაპიტან აჰმედ ალ
მუჰამადის ხმებს, რომლებიც ბუნებრივია, მოჰამედ სალაჰს ეკუთვნოდა, ფიფამ ისინი არ მიიღო.

არადა, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ წერილი ვადების ფარგლებში გააგზავნა და აღნიშნული საკითხის ფიფაში დასმას აპირებს.

ფიფას ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, მეორე ადგილზე ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია კრიშტიანო რონალდომ დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამაშია საქმე და ეგეთების კომენტარებს რო წაიკითხავ კაცი ეგრევე მიხვდები თუ რატოა ჩვენი ქვეყანა ესეთ სიტუაციაში, ულოგიკობის ზეიმია ამათი კომენტარები.ან უტელევიზორობის და მესის თამაში გადმოცემით იციან მარტო.
a.a.
19:47 26-09-2019
0
ყველას ,ყველას, ყველას, ვინც მესის წინაღმდეგი ხართ, ყველას თავებზე გაგიარეთ.
მესისტების დიდი არმია
18:14 26-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული