თინა კანდელაკი ვასილი უტკინს: ასაკში მყოფი მარტოხელა მამაკაცი ან იმპოტენტია, ან...

AutoSharing Option
დღეს ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი და «Матч ТВ»-ის გენერალური მენეჯერი თინა კანდელაკი ერთმანეთს სახალხოდ ეხუმრებოდნენ, თან არადელიკატური ფორმით.

"როდესაც კოლუმბიაში არაახალგაზრდა ასაკის ქალს არაფერი აქვს საკეთებელი, მაინც გიხარებს თვალსა და გულს, რუსეთში კი «Матч ТВ»-ის სათავეში ყოფნა უწევს", - გააქილიკა უტკინმა კანდელაკი.

თინათინის მოსწრებულმა პასუხმაც არ დაახანა: "სამწუხაროდ, ასაკში მყოფი მარტოხელა მამაკაცი ან არატრადიციული ორიენტაციისაა, ან იმპოტენტი.

პირველ შემთხვევას გაგებით ვეკიდები. მეორე კი თანამედროვე მსოფლიოში განკურნებადია. ვასილი, შემიძლია ექიმთან პირველი ვიზიტის ხარჯი აგინაზღაურო.

ჩვენს ასაკში ჯანმრთელობას სათუთად უნდა
მოეპყრა, სმას თავი დაანებო და სულიერებაზე იფიქრო".

კონფრონტაცია უტკინმა გააგრძელა: "ძვირფასო თინა, მიხარია, რომ ნახე, რითი დაკავდე მას შემდეგ, რაც «Матч ТВ»-ზე ორი წელია არაფერს აკეთებ.

მადლობა დახმარების შემოთავაზებისთვის! ყოველთვის ვეკითხები რჩევას იმათ, ვინც იმკურნალა. თუმცა, მკერდი ექიმის დახმარების გარეშე გავიზარდე, ტუჩები კი დაბადებიდან გაბერილი მაქვს.

რაც შეეხება იმპოტენციას, აქ ჩვენ, მამაკაცები, თქვენ, ქალებს, არ გეკითხებით. საიდან უნდა იცოდეთ, როგორ მოეპყრა სასქესო ორგანოს, როდესაც ის ფეხებშუა ერთი და იგივე გაქვს, სამუდამოდ, ცვლილების უფლების გარეშე?"

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯიგარია უტკინი, როგორც ყოველთვის.
ბმბ
00:03 09-10-2019
9
მართლაც და, რა კრეტინი ძუკნაა ეს კანდელაკი... ადამიანს თუ სიმსივნე აქვს ან დიაბეტი ავადმყოფია და ამაზე ქილიკი არ შეიძლება... იმპოტენტობა ავადმყოფობა არაა თუ გაუნათლებლობის და გაუზრდელობის გამო ემართებათ ადამიანებს და შეიძლება იცინო და იხალისო ამაზე?
ყური მიგდე
19:37 08-10-2019
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული