პელე: ადრე ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, ახლა მხოლოდ ორია

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელემ მსოფლიოს ფეხბურთში ვარსკვლავების სიმწირეზე ისაუბრა.

"ვისთან ვისურვებდი 2019 წელს თამაშს? მესის დავასახელებ. ის ძალიან მოხერხებული ფეხბურთელია. ლეო შედეგიან გადაცემებს აკეთებს, გოლები გააქვს, ბურთს შესანიშნავად ფლობს. ჩვენ რომ თანაგუნდელები ვიყოთ, მეტოქეებს ორი ფეხბურთელის შეჩერება მოუწევდათ და არა ერთის! მესი სრულყოფილი მოთამაშეა.

ადრე ყველა ქვეყანაში მსოფლიოს დონის 2-3 ფეხბურთელი იყო: ეუსებიო, იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა, გარინჩა, დიდი. რამდენი დავასახელე? ძალიან ბევრი იყო. ახლა მხოლოდ მესი და რონალდოა. შეიძლება კიდევ ნეიმარი დავასახელოთ, მაგრამ ის ბრაზილიაში დიადი ჯერ ვერ
გახდა.

იმედია, ნეიმარი მსოფლიოს ფეხბურთში მთავარი პრიზის პრეტენდენტი იქნება. ხალხი მას აკრიტიკებს. გვავიწყდება, რომ ჩვენი "სანტოსის" პროდუქტია. მისთვის მუდამ საუკეთესო გვინდა. ამას ნეიმარის მამას ხშირად ვეუბნები. ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა", - ციტირებს პელეს "გაძეტა დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთის სპექტაკლი სწორედ ის არის რაც ლივერპულმა ენფილდზე რომ დადგა 4-0 ბარსასთან.განუმეორებელი სპექტაკლი იყო შარშან რომამ ბარსა რომ გამოაგდო.რომელ სპექტაკლზე ლაპარაკობ სუსტ გუნდებთან პაჩკებათ რომ გააქვთ მესის და სუარესს? იმაზე დიდი სპექტაკლი რაც რეალელმა რონალდუმ ჩ.ლ. თამაშზე იუვეტუსთან დადგა მაკრატელათი რომ გაიტანა მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა ოვაცია რომ მოუწყეს საერთოდ არ მინახია.გაიგეთ რომ სპორტში მთავარი შედეგია.მესის კი ბოლო წლები შედეგი არა აქვს.და საერთოდ კატალონიელებს ვერ ვიტან მას შემდეგ რუსებს პირობა მისცეს დამოუკიდებლობის შემთხვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებდნენ.
ამაშია საქმე
13:48 15-11-2019
2
აი ეს ფორმა და ფერები მიყვარს ძალიან, რომელიც ძალიან უხდებოდა ბარსას.
ნეტავ ისევ დააბრუნონ ეს ფორმები.
11:28 15-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული