ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ჰამარბიუს" არა ფეხბურთელი, არამედ მფლობელი გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განმარტა, თუ რატომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც მისი გვარი შვედური გუნდის, სტოკჰოლმის "ჰამარბიუს" მაისურზე წერია.

"დღეიდან "ჰამარბიუს" ერთ-ერთი მფლობელი ვარ. მინდა, რომ ეს გუნდი მსოფლიოში წარმატებულად ვაქციო.

ამ კლუბს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. ამ გუნდის ლოგოს დანახვაზე მინდა, რომ ყველა ადამიანმა ამ კლუბის სახელი იცოდეს", - ამბობს ზლატანი.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი დეკემბერში თავისუფალი აგენტი ხდება. მის სახელს "ბოლონიასა" და "მილანს" უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რახან ზლატანის კლუბი გახდა ჰამარბი, მომავალ წლიდან 3-4 წელი ზედიზედ ჩემპიონთა თასს ვიღა გააგდებინებს ხელიდამ? DDD
G.LA
15:37 27-11-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული