ლეო მესის "ოქროს ბურთი" მეექვსედ გადაეცა

AutoSharing Option
პარიზში "ფრანს ფუტბოლის" მიერ ჩატარებულ ცერემონიაზე "ოქროს ბურთი" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის გადაეცა.

არგენტინელი მეექვსედ გახდა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო პრიზის მფლობელი - ეს რეკორდია.

ლიონელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამაც აღიარა. მან წელს ყველა ტურნირზე 54 მატჩში 46 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მეორე ადგილზე "ლივერპულის" მცველი ვირგილ ვან დეიკი გავიდა, ხოლო მესამეზე "იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო.

პირველ ათეულში აგრეთვე შევიდნენ: 4. სადიო მანე (ლივერპული), 5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), 6. კილიან მბაპე (პსჟ), 7. ალისონი (ლივერპული), 8. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), 9.
ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), 10. რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი).

რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის.

ვან დეიკი პრემიერლიგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ზედიზედ მეთერთმეტედ ლა ლიგას ფეხბურთელმა მოიგო: 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში მესიმ, 2013 და 2014 წლებში რონალდომ, 2015 წელს მესიმ, 2016 და 2017 წლებში რონალდომ და 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა.

ლევ იაშინის სახელობის საუკეთესო მეკარის პრიზი "ლივერპულისა" და ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერ ალისონს გადაეცა.

ევროპის 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად "იუვენტუსისა" და ნიდერლანდების ნაკრების 20 წლის მცველი მატიას დე ლიხტი აღიარეს. მას რაიმონ კოპას პრიზი გადაეცა.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 34 წლის ამერიკელი მეგან რაპინო მიიჩნიეს, რომელიც სექტემბერში ფიფამ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეშვიდედ რომ მიიღებს ოქროს ბურთს, მაშინ აღიარებს ყველა! მსოფლიო ჩემპიონობა არაა სავალდებულო.
ლევანი
15:51 03-12-2019
2
მესის და პიკეს ცოლებიც იმსახურებენ ჯილდოს
madrid
12:51 03-12-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული