უეფამ "წლის გუნდი 2019" ფანების გამოკითხვის შედეგად დაასახელა, რომელშიც მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
გასაკვირი არ არის, რომ წლის საუკეთესო 11-ეულში 5 ფეხბურთელი "ლივერპულიდან" არის, "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
"წლის გუნდი 2019" კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ალისონი
მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ენდი რობერტსონი, ვირჯილ ვან დეიკი, მატიას დე ლიხტი
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, ფრენკი დე იონგი
შემტევები: სადიო მანე, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, რობერტ ლევანდოვსკი