რუმინეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ბუქარესტის "დინამო" და "სტიაუა" ხვდებოდნენ, ერთი უცნაური ფაქტი მოხდა.
აღნიშნული დერბი მუდმივი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს და მაღალი ტემპერატურა, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზეც ადვილი შესამჩნევია.
პირველი ტაიმის მე-7 დამატებულ წუთზე "სტიაუამ" კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა, რომლის მოსაწოდებლადაც შემტევი ფლორინ ტანასე წავიდა. კუთხურის ალამთან მისულს კი ტრიბუნებიდან ნასროლი სკამი მოხვდა. თუმცა ტანასეს ბევრი ყოყმანი არ დაუწყია, სკამი მოისროლა და კუთხური ჩააწოდა.
აღსანიშნავია, რომ კუთხურს "დინამოს" კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც ზუსტად ტანასემ შეასრულა. მატჩი კი "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა - 2:1.