რონალდო კორონავირუსთან ბრძოლაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში კორონავირუსთან ბრძოლაში პორტუგალიას დახმარებას გაუწევენ.

მენდეშმა პორტუს ერთ-ერთი საავადმყოფოსთვის 200 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო ხალათი და 50 ათასის პირბადე შეიძინა. გამოცემის მტკიცებით, რონალდოც აპირებს თავისი წვლილის შეტანას და ხალათებისა და პირბადეების რაღაც რაოდენობით შეძენასა და საავადმყოფოსთვის გადაცემას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანო საკუთარი სასტუმროების ქსელს საავადმყოფოებად გადააკეთებდა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს დაეხმარებოდა, რაც სიმართლე არ გამოდგა.

"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ პანდემიის გამო "იუვენტუსი" ფეხბურთელებს ხელფასებს 30%-ით შეუმცირებს და რონალდო,
რომლის სეზონური გასამრჯელო 30 მილიონია, 10 მილიონს იზარალებს.

შეგახსენებთ, "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლე ანამ კორონავირუსთან ბრძოლას 1 მილიონი ევრო შესწირეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული