"ზენიტის" ფორვარდის სანაცვლოდ "ნაპოლი" ერთ-ერთ უძვირფასეს შენაძენს ყიდის

AutoSharing Option
იტალიურ "ნაპოლის" გადაწყვეტილი აქვს "ზენიტის" ირანელი ფორვარდის, სედრარ აზმუნის შეძენა და მზად არის, საკუთარი რიგებიდან მექსიკელ ირვინ ლოსანოს დაემშვიდობოს.

აზმუნი ირანის მოქალაქეა, ევროკავშირში კი კლუბებს ევროკავშირის არამოქალაქე ფეხბურთელების გუნდში ყოლაზე ლიმიტი აქვთ. სწორედ ამ მიზეზით "ნაპოლი" აზმუნთან შეთანხმების შემთხვევაში მზად არის, მექსიკელ შემტევს შეელიოს.

ლოსანო კი, თავის მხრივ, ნეაპოლური კლუბის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია გონსალო იგუაინის შემდეგ. მექსიკელი "ნაპოლიში" პსვ-დან 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

აზმუნი "ზენიტის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, იქამდე კი "რუბინსა" და "როსტოვში" თამაშობდა. რუსეთის პრემიერლიგის
მიმდინარე სეზონში ირანელმა 21 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. "ზენიტი" თავის ფორვარდს 30-35 მილიონ ევროდ აფასებს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოსანოს შეძენამ არ გაამართლა
L.J.
18:19 27-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული