კლოპი: რონალდო იდეალურია, თუმცა მესი უფრო მომწონს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თავდამსხმელები ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო (იუვენტუსი) შეადარა.

"თუ გვინდა, წარმოსახვაში იდეალური ფეხბურთელი წარმოვიდგინოთ, ის რონალდოს სიმაღლის იქნებოდა, მასსავით მაღლა ახტებოდა და სწრაფად ირბენდა. შემდეგ ამას პორტუგალიელის საქმისადმი დამოკიდებულებას დავამატებდი - იდეალურ პროფესიონალიზმს. ამაზე უკეთესი არ არსებობს.

სხვა მხრივ, არსებობს პატარა მესი. თითქოს ის ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს. ამიტომ, როგორც ფეხბურთელი, მე ცოტა უფრო მეტად მომწონს. თუმცა, რონალდოც არაჩვეულებრივია", - განაცხადა კლოპმა "იუთუბის" არხზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაფერი გავიგე, მაგრამ ვან დაიკის ფოტო რა შუაშია აქ?
გიორგი
16 მაისი 2020 01:29
0
:)))) - რონალდო იდეალურიაო მაგრამ ცოტათი უფრო მესი მომწონსო - არც მწვადს რომ დაწვავ და არც შამფურს ეგ პონტია - კლოპ მაგარი ხარ
NN
13 მაისი 2020 16:02
1
ისე რა უცნაურია არა? ვისაც ეკითხებიან, უმეტესობას ლეო მესი მოსწონს. ლეო როგორიც მაგარი ფეხბურთელია, ტიპაჟიც კაი ტიპია.
ვახო
13 მაისი 2020 10:58
3
კლოპ ნაღდად, მესიიი!
ვასკა
13 მაისი 2020 10:54
3
კლოპ 100%
შოთა
13 მაისი 2020 09:46
2

სიახლეები პოპულარული