კორონავირუსი კვირკველიას კიდევ 4 თანაგუნდელს დაუდგინდა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს, კორონავირუსის ტესტების შედეგები გამოაქვეყნა.

კორონავირუსი დმიტრი ბარინოვს, ანტონ კოჩენკოვს, ტიმურ სულეიმანოვსა და რომან ტუგარევს აღმოაჩნდათ.

ავადმყოფობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ადრე კორონავირუსი "ლოკოს" პერუელ თავდამსხმელს, ჯეფერსონ ფარფანს დაუდგინდა.

რუსეთში COVID-19-ის 379 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 142 ადამიანი გარდაიცვალა, 150.9 ათასი გამოჯანმრთელდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული