თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაასახელა ზუსტი თარიღი, თუ როდის განახლდება ჩემპიონატი.
ორგანიზაციის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, ტურნირი 12 ივნისს დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს 27-ე ტურის 2 მატჩი გაიმართება: "გეზტეფე"-"ტრაბზონსპორი" და "ფენერბახჩე"-"კაისერისპორი".
შეგახსენებთ, ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში შეჩერდა.
ამ მომენტისათვის ჩემპიონატის ლიდერი 53 ქულით "ტრაბზონსპორია", მეორე ადგილზე "ისტანბულ ბაშაკშეჰირი", ასევე, 53 ქულით განთავსდა, ხოლო მესამეზე 50 ქულით "გალათასარაია".
ბალოტელი "ბრეშიას" დატოვებს და თურქეთში წავა
ჩაკვეტაძით თურქეთის ჩემპიონატის ლიდერი დაინტერესდა - მისი პრეზიდენტი აღშფოთებულია