მიუხედავად იმისა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ნამდვილად კარგი მამა და მეოჯახეა, ის არ ივიწყებს სიმკაცრეს და ცდილობს შვილები არ გაათამამოს.
"მინდა შვილი ჩემ გზას გაჰყვეს - გახდეს თავდამსხმელი და ბევრი გოლი გაიტანოს.
მარტივია ზარმაცი და უდარდელი ბავშვი გაიზარდო, როცა შენ გაქვს უზარმაზარი საწოლი, გემრიელი საჭმელი, უამრავი სათამაშო და შენი ოჯახის ფარეხში უძვირფასესი მანქანებია. ერთხელ კრიშტიანინომ მთხოვა, რომ მისთვის აიფონი მეყიდა, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მან ამიხსნა, რომ
დასარეკად ტელეფონი ძალიან სჭირდებოდა. ამაზე ვუპასუხე, რომ შეეძლო აეღო ბებიამისის ტელეფონი და დარეკეა.
მათ ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღება მარტივია, თითქოს ციდან ეცემათ საუკეთესო ტანსაცმელი, მდიდრული სახლები და ასე შემდეგ. მინდა ჩემ შვილს ვასწავლო, რომ მხოლოდ ნიჭით ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო მძიმე შრომითა და ნიჭიერების სინთეზით.
რონალდო: მე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ვარ
მას უნდა ჰქონდეს რონალდოს ხასიათი და მესის მარცხენა - Marca-მ იდეალური ფორვარდი "ააწყო"
აიფონი არა და ბებიაშენისა არ გინდა?