"კრასნოდარის" ფეხბურთელი: კრიშტიანო ყველაზე ნიჭიერი არაა, ვისთანაც მითამაშია

AutoSharing Option
"კრასნოდარისა" და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ფერნანდეშმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს ვერ დაასახელებს უნიჭიერეს ფეხბურთელად მათ შორის, ვისთანაც უთამაშია.

"რონალდო დაუჯერებელი ტალანტის მქონე ფეხბურთელი და სუპერპროფესიონალია. თუმცა იმის თქმა, რომ ვისთანაც მითამაშია, კრიშტიანო ყველა მათგანზე ნიჭიერია, არ შემიძლია.

ეს ნათქვამი არ იქნებოდა სამართლიანი დავიდ სილვას, დავიდ ვილას, დეკუსა და ფიგუს გამო. თითოეული მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო და მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო", - აღნიშნა ფერნანდეშმა.

კარიერის მანძილზე 34 წლის მანუელი "ბენფიკაში", "ევერტონში", "ვალენსიასა" და "ბეშიქთაშში" თამაშობდა. "კრასნოდარში" გადასვლამდე კი მოსკოვის
"ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ფერნანდეშს 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ე.ი. უნიჭოა და ყველაზე მაგარია და წარმოიდგინეთ ნიჭიერი რომ იყოს რას იზამდა.ეს ყველაფერი მესისტების ნაყიდი ჭურნალისტების მოგონილია.გამორიცხულია ფერნანდეშს რონიზე ავი ეთქვა.პორტუგალიელი ხალხის ნამდვილი გმირია.
რწყილების კბენა
20:24 07-07-2020
3
რონალდუ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ნიჭიერია და ძალზე შრომისმოყვარე. ვერც მხოლოდ ნიჭიერი და ვერც მხოლოდ შრომისმოყვარე, წარმატებას ვერ მიაღწევს. ის სხვადასხვა კლუბში, ასევე ნაკრებში საუკეთესოა და წარმატებას აღწევს. რონალდუ თუ მესი? რა თქმა უნდა, რონალდუ!
ზურა
16:08 07-07-2020
6

სიახლეები პოპულარული