მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურ დირექტორ ვასილ კიკნაძეს გულშემატკივრები იმის გამო გადაეკიდნენ, რომ მწვრთნელ იური სიომინს კონტრაქტი არ გაუგრძელა.
რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რომან შიროკოვის თქმით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც სტადიონზე 5 ათასზე მეტი ადამიანი გიყვირის, რომ ჰომესექსუალი ხარ; კიკნაძეს ნერვებმა უღალატა და მათ შუათითი უჩვენა.
"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი ვიაჩესლავ კოროტკინი ირწმუნება, რომ თუ "ლოკო" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, კიკნაძეს მოხსნიან და ახლად დანიშნულ მწვრთნელ მარკო ნიკოლიჩსაც ზედ მიაყოლებენ.
შეგახსენებთ, "რკინიგზელთა" გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს, რომელსაც იშვიათად ათამაშებენ.