"ალ-სადის" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი კორონავირუსით დაინფიცირდა.
"კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. საბედნიეროდ, მე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ პროტოკოლს გავითვალისწინებ და იზოლაციის წესებს დავიცავ. სახლში ვიქნები, სანამ არ გამოვჯანმრთელდები. ძველებურ გრაფიკს მაშინ დავუბრუნდები, როცა ექიმი ნებას დამრთავს. გეხუტებით ყველას და მოედანზე შევხვდებით.", - წერს ხავი თავის "ინსტაგრამზე".
შეგახსენებთ, ხავიმ "ალ-სადთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად 40 წლის სპეციალისტს კატალონიის "ბარსელონაში" წასვლა შეუძლია.