საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრების კაპიტანი ყარაბაღში საომრად წავიდა

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების 28 წლის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი დღეს ბერძნული "ლარისას" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს.

აროიანი მცველია, "პიუნიკის" აღზრდილია, ბოლოს ირანის "პადიდესა" და რუსეთის "ურალში" თამაშობდა, ნაკრებში 52 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიასა" და "ცრვენა ზვეზდას" შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერევანში არ გაიმართება, რადგან უეფამ უსაფრთხოების გამო შეხვედრის კვიპროსში ჩატარება გადაწყვიტა.

11 ოქტომბერს სომხეთმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პირველ ტურში ერევ
ანში უნდა უმასპინძლოს და ალბათ, ამ შეხვედრას ან გადაიტანენ და ან ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ერთი რამაინტერესებს იცით ხალხო ისტორიას გადავხედოთ და მერე დავწეროთ კომენტარი და შევხედოთ ვისი იყო მთიანი ყარაბახი და ეხლა ოკუპანტები რომ უწოდეს აზერებს მაშინ დათმოს და დაუბრუნონ მის ნამდვილ მფლობელს და აღარც არავინ დაიღუპება ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის საქციელზე ადრე თუ გვიან.
Gio
01 ოქტომბერი 2020 12:48
3
და კიდევ semsს მინდა უთხრა რომ წინა კომენტარი იმან დაწერა ვისაც გამოუცდიაა
Zura
01 ოქტომბერი 2020 13:03
2

სიახლეები პოპულარული