გერმანიისა და თურქეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 3:3 დასრულდა.
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა და გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები მდევრის როლში იყვნენ და კომპენსირებულ დროში ფრესაც მიაღწიეს.
10 ოქტომბერს გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში კიევში უკრაინას შეხვდება.
კიოლნი. "რეინ-ენერჯი"
გერმანია - თურქეთი 3:3
გოლები: 1:0 დრაქსლერი (45+1), 1:1 ტუფანი (49), 2:1 ნოიჰაუსი (58), 2:2 კარაჯა (67), 3:2 ვალდშმიდტი (81), 3:3 კარამანი (90+4)
კიდევ ერთი მკითხველი დაკარგეთ და შესაბამისად ერთი ადამიანი ტრაფიკში. თქვენთვის ბევრი არაა,
მაგრამ იმედა დაფიქრდებით არასწორი მარკეტინგი რომ გაქვთ