საინტერესოა, რომ ფეხბურთელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულების მიხედვით, სამყაროში ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები ინგლისელებს ჰყავთ. საინტერესოა, რომ ამ კომპონენტში მათი მაჩვენებელი 1.29 მილიარდს უტოლდება.
მეორე ადგილს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრები იკავებს - 1.24 მილიარდი, სამეულის ბოლო პოზიციაზე კი გერმანელები არიან - 926.5 მილიონი.
შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან პრინციპული მეტოქე, ჩრდილოეთი მაკედონია სამყაროში 48-ე ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებია. ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება ჯამში 63.7 მილიონ ევროს
შეადგენს.