პერუსთან მატჩის შემდეგ ნეიმარს "კლოუნი" უწოდეს

AutoSharing Option
14 ოქტომბერს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები პერუს ესტუმრა და 4:2 დაამარცხა.

აღნიშნულ თამაშში ნეიმარმა სამი ბურთის გატანა მოახერხა და მატჩის გმირიც გახდა. 

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კარლოს ზამბრანო გააძევეს, რომელმაც მატჩის შემდეგ ნეიმარზე ისაუბრა.

პერუს ნაკრების მცველმა აღნიშნა: "ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი "კლოუნია". 

ის მოედანზე ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მცირე შეხებაზეც ვარდება. მან ამ მატჩში პენალტის მოპოვება 4-5-ჯერ სცადა. ის ნამდვილად "კლოუნია". 

შეგახსენებთ, ამ მატჩში ნეიმარმა ბრაზილიელ რონალდოს გადაასწრო ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლებით.

altნეიმარის ჰეთ-თრიკით ბრაზილიამ პერუ დაამარცხა - "ნეიმ" მიზანში პელე ამოიღო [VIDEO]

altრონალდოს ნეიმარის ჰეთ-თრიკი არ გამოჰპარვია


მკითხველის კომენტარები / 3 /
ცნობილი მეძავების შვილები,ხშირად ცნობილი კლოუნები,მეძავები,მოღალატეები და გამყიდველები ხდებიან.ქართველებს,მაგალითების საძებნელად დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდებათ!
დ.დ.
20:00 16-10-2020
1
მუხლები არ მოშლოდა და რას აჯობებდა ნახავდა, ნული შანსი ჰქონდა. რონალდო საუკეთესოა
grisha
17:11 16-10-2020
0

სიახლეები პოპულარული