"ერთი ნაბ**ვარით ნაკლები დარჩა, ამინ!" - "რივერის" ფანები კლუბის განცხადებას გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
"რივერ პლეიტმა" "თვითერის" ოფიციალურ გვერდზე დიეგო მარადონას გარდაცვალებას პოსტი მიუძღვნა და საკუთარი გუნდის ფანების ნაწილის აგრესია და კრიტიკა დაიმსახურა.

მოგეხსენებათ, "რივერი" ბუენოს-აირესის მდიდარი ნაწილის კლუბად ითვლება, ხოლო დიეგომ ამ გუნდის შეთავაზებაზე უარი განაცხადა და კარიერა ღარიბების კლუბში, "რივერის" დაუძინებელ მტერ "ბოკა ხუნიორსში" განაგრძო, რომელმაც გაცილებით ნაკლები ხელფასი შესთავაზა.

ფანების ნაწილი კი ლეგენდის დაფასებით უკმაყოფილო იყო და კომენტარებიც არ დაიშურეს.

"ვამაყობდი, რომ ჩემი კლუბი ერთადერთი იყო, რომელმაც მას დაბადების დღე არ მიულოცა, ახლა კი ეს..."

"ამ ბიჭს ხომ ვძულდით!"

"ერთი ნაბი*ვარით
ნაკლები დარჩა. ამინ!"

"ის პატივს არ გვცემდა, თქვენ კი საფლავში მიჰყვებით!"

პოსტის ქვეშ არაერთი მსგავსი შინაარსის კომენტარის წაკითხვა შეგიძლიათ. ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებიც დიეგოს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ.

მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა. დიეგოს გული გაუჩერდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იქაც ყოფილან ნაციონალები
ზაალი
13:00 27-11-2020
43
აქაც პოლიტიკა:):):) მარადონა ბევრად მეტი იყო ვიდრე ქოცი და ნაცი!უდიდესი უდიდესთა შორის!
lasha
13:56 28-11-2020
3

სიახლეები პოპულარული